ავტორი:

"ვუამბეთ ჩვენს ქმრებზე, დაჭრილებზე, დაღუპულებზე..." - რომის პაპი "აზოვის" წევრების მეუღლეებს შეხვდა (ფოტოები)

"ვუამბეთ ჩვენს ქმრებზე, დაჭრილებზე, დაღუპულებზე..." - რომის პაპი "აზოვის" წევრების მეუღლეებს შეხვდა (ფოტოები)

რომის პაპი ფრანცისკე დღეს, ორი უკრაინელი ჯარისკაცის მეუღლეებს შეხვდა, რომლებიც ალყაში მოქცეულ "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში არიან ჩარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორივემ განაცხადა, რომ მათი ქმრები "აზოვის" პოლკის ჯარისკაცები არიან და ამჟამად ფოლადის ქარხანაში იმყოფებიან და მას რუსული თავდასხმისგან იცავენ.

"ჩვენ რომის პაპს ვუამბეთ ჩვენს ქმრებზე, დაჭრილ ჯარისკაცებზე, დაღუპულებზე, რომელთა დაკრძალვა შეუძლებელია. ჩვენ მას ვთხოვეთ დახმარება, რომ ამ ომში მესამე მხარე ყოფილიყო და ვთხოვეთ, ჰუმანიტარული დერეფნის გარანტიაში დახმარება“, - განაცხადა ერთ-ერთი ჯარისკაცის ცოლმა.