ავტორი:

დიდ ბრიტანეთში სიმელოტის გამო შეურაცხყოფა სექსუალურ შევიწროვებას უტოლდება - საქმე, რომელიც პერცედენტად იქცა

დიდ ბრიტანეთში სიმელოტის გამო შეურაცხყოფა სექსუალურ შევიწროვებას უტოლდება - საქმე, რომელიც პერცედენტად იქცა

დიდ ბრიტანეთში, ხუთშაბათის მოხსენების თანახმად, მამაკაცისთვის მის სიმელოტეზე რაიმე ნეგატიური კომენტარის გაკეთება, სექსუალური შეურაცხყოფის ტოლფასი ხდება. თმის ცვენა ბევრად უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, ამიტომ ტერმინ "მელოტის" გამოყენება "არსებითად სქესთან არის დაკავშირებული და ქალის მკერდის ზომაზე კომენტარის ტოლფასია", - განაცხადა დასაქმების ტრიბუნალმა.

ეს პრობლემა ქვეყანაში მას შემდეგ წამოიჭრა, რაც სასამართლომ ელექტრიკოსი ტონი ფინის საქმე განიხილა. ის კომპანიას, რომელშიც მუშაობდა, იმ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო უჩიოდა, რაც მას სიმელოტის გამო უთხრეს: ერთ-ერთი მეთვალყურე, ჯეიმი ქინგი მასთან მივიდა და უთხრა: "შე გასიებულო მელოტო ***" (fat bald c***). მოგვიანებით ის სამსახურიდან გაათვისუფლეს.

მოსამართლემ, რომელიც საქმეს განიხილავდა, მამაკაცის სიმელოტეზე კომენტარი უბრალოდ შეურაცხმყოფელად მიიჩნია და შევიწროების დონემდე აიყვანა, რადგანაც ის კონკრეტული სქესის წარმომადგენლებს უკავშირდება. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ფინის კრიტიკა მისი უთმობის გამო იყო "დამამცირებელი" და "შემარცხვენელი". მამაკაცის სექსუალური შევიწროვების ბრალდებასთან ერთად, ტრიბუნალმა დაადგინა, რომ კომპანიამ ის უსამართლოდ გაათავისუფლა სამსახურიდან, სადაც ის 24 წელი მუშაობდა. ფინისთვის გასაცემი ფინანსური კომპენსაციის ოდენობა მოგვიანებით დადგინდება.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა