ავტორი:

"არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ და საქართველომაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება" - ჯორჯ სოროსი

"არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ და საქართველომაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება" - ჯორჯ სოროსი

ვებპლატფორმა Project Syndicate-ზე გამოქვეყნდა "ღია საზოგადოების ფონდების“ დამფუძნებლის, მილიარდერის, ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის წერილი, სათაურით: "ჩვენი ცხოვრების ბრძოლა", რომელშიც ნათქვამია, რომ არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება.

"დავოსის ბოლო შეხვედრის შემდეგ ისტორიის მსვლელობა მკვეთრად შეიცვალა. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ამან გააოგნა ევროპა. ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ მსგავსი რამ თავიდან ყოფილიყო აცილებული. მაშინაც კი, როდესაც საომარი მოქმედებები დასრულდება, რაც საბოლოდ აუცილებლად მოხდება, ვითარება აღარასდროს დაუბრუნდება ძველ მდგომარეობას. შესაძლოა ისიც, რომ რუსეთის შეჭრა იქცეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად და ეს ჩვენმა ცივილიზაციამ ვეღარ გადაიტანოს", - აცხადებს სოროსი.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის მმართველი სი ძინპინი ძალიან ჰგვანან მართვის სტილით ერთმანეთს: "ისინი მართავენ დაშინებით და ამასობაში გამაოგნებელ შეცდომებს უშვებენ".

ის ასევე საუბრობს ევროკავშირის თუ სხვა ალიანსების გაფართოებაზე და აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თავისი პროევროპული მიდგომის მნიშვნელოვანი გაფართოებით, მხარს უჭერს გეოგრაფიული გაფართოების მნიშვნელობას და ევროკავშირის მომზადების აუცილებლობას ამისთვის. თუმცა იქვე აღნიშნავს ექსკანცლერი ანგელა მერკელის წყალობით გერმანიის ეკონომიკის მიბმას რუსეთსა და ჩინეთზე, რასაც არასწორად აფასებს.

"არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების მომზადებას დრო დასჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ევროპა სწორი მიმართულებით მიდის. მან უკრაინაში შეჭრას უპასუხა უფრო დიდი სისწრაფით, ერთიანობითა და ისეთი ენერგიით, ვიდრე ოდესმე ისტორიაში", - ამბობს სოროსი.