ავტორი:

ნეპალში გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა

ნეპალში გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა

ნეპალში, Tara Air-ის თვითმფრინავი, რომელშიც 22 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს ადგილობრივი დროით 9:55 საათზე გაუჩინარდა. აღნიშნული CNN-ს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

პრესსპიკერის თქმით, ბორტზე 19 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ქალაქ პოხარადან ნეპალის პოპულარულ ტურისტულ ქალაქ ჯომსომში მიფრინავდა.

Tara Air-ის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ნეპალის არმია ჩართულია დაკარგული თვითმფრინავის ძებნაში.