ავტორი:

"კიბო განაჩენი არ არის!.. ვისაც ახლა გიწევთ ამ ტანჯული გზის გავლა, არც კი იფიქროთ ხელის ჩაქნევა! იბრძოლეთ" - ხათუნა ჟორდანია

"კიბო განაჩენი არ არის!.. ვისაც ახლა გიწევთ ამ ტანჯული გზის გავლა, არც კი იფიქროთ ხელის ჩაქნევა! იბრძოლეთ" - ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია ორი წლის განმავლობაში ებრძოდა ფილტვის სიმსივნეს. იყო ბევრი იმედგაცრუება, ცრემლი, ნერვიულობა, მაგრამ ოჯახი იყო ის საყრდენი, რომელმაც იმ რთულ წლებში პოპულარული სახე განსაკუთრებულად გააძლიერა. მძიმე სენის დამარცხების შემდეგ, სატელევიზიო გადაცემებში არაერთხელ უსაუბრია, რომ შეუცვლელი იყო მისი უფროსი ქალიშვილის ნინის წვლილი მკურნალობისას. ამჯერადაც სოციალურ ქსელში ამ თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ის ადამიანები, რომლებიც ახლა იბრძვიან სიმსივნის დასამარცხებლად, გაამხნევა და მათ კიდევ ერთხელ შეახსენათ, რომ კიბო განაჩენი არ არის...

"მინდა მივმართო ყველა ონკოლოგიურ პაციენტს. სამწუხაროდ, ძალიან დიდია ჩემი შვილის გამოცდილება ამ სფეროში, მოგვიწია ყველა დეტალის შესწავლა და გეტყვით, რომ კიბო განაჩენი არ არის! ამ დაავადებას სასიკვდილოდ თვლიდნენ ბევრი წლის წინ… ახლა მთავარია სწორ დროს აღმოაჩინოთ და დაისახოთ მიზნად ბრძოლა, რწმენის გაძლიერება და აუცილებლად იცოცხლებთ, აუცილებლად გადარჩებით!

ონკოლოგების წვლილი ყოველთვის დიდი იყო და იქნება ამ დაავადებასთან ბრძოლაში! დიდი მადლობა ყველა ქართველ ონკოლოგს, განსაკუთრებით ჩემს რომა სრესელს.

პ.ს. ვისაც ახლა გიწევთ ამ ტანჯული გზის გავლა, არც კი იფიქროთ ხელის ჩაქნევა! იბრძოლეთ, განსაკუთრებით იბრძოლეთ თქვენი შვილებისთვის და ოჯახისთვის! თქვენ მათ ჭირდებით! ჯანმრთელობას გისურვებთ...