იაპონური ანდაზის თანახმად, მხოლოდ აქტიური ცხოვრება შეგვაძლებინებს 100 წლამდე სიცოცხლეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იაპონიას აქვს. ყველაზე მეტი ხანდაზმული ადამიანი სწორედ იაპონიაში ცხოვრობს. ქვეყნის ყოველი მილიონი მცხოვრებიდან 520 ადამიანი ხანდაზმულია, რაც მართლაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მონაცემებში ჩემპიონი იაპონიის ერთ-ერთი პროვინცია, სახელად ოკინავაა.
საინტერესოა, რაში მდგომარეობს იაპონელების დღეგრძელობის საიდუმლო. რა არის ის განსაკუთრებული რამ, რაც ხანგრძლივი ცხოვრებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის?
ოკინავა ერთადერთი ადგილია იაპონიაში, სადაც ვერ ნახავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აქ არ მოძრაობს მატარებელი და ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდება.
ისინი ასევე ითვალისწინებენ იაპონიის მთავრობის რეკომენდაციას, მიიღონ დღის განმავლობაში 10 გრამზე ნაკლები მარილი.
იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებელი დიდწილად ჯანსაღი კვების რაციონის დამსახურებაა. ოკინაველთა კვების რაციონი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მუდმივი განხილვის საგანია.
ოკინავას ხანდაზმულთა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი მიირთმევენ 206 განსხვავებულ საკვებს, მათ შორის სანელებლებს - რეგულარულად. დღეში დაახლოებით 18-ზე მეტი სახეობის საკვებს იღებენ. ყოველდღიურად მინიმუმ 5 ულუფა ხილსა და ბოსტნეულს. არსებობს ასეთი ცნება - „ცისარტყელა“, რაც ყოველდღიური კვების რაციონს გულისხმობს.
„ცისარტყელას“ მრავალფეროვანი კომპონენტები ასე გამოიყურება:
წითელი წიწაკა, სტაფილო, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბადრიჯანი.
ოკინავას რაციონის უმთავრესი ინგრედიენტები:
ბოსტნეული, კარტოფილი, ბოლოკი და სოიოს ტოფუ. დღიურად მისაღები კალორიების 30% ბოსტნეულზე მოდის. რაციონის საფუძველი კი მარცვლეულია. იაპონელები ყოველდღე მიირთმევენ თეთრ ბრინჯს. კვირაში სამჯერ - თევზს. ასევე მათს რაციონში შედის ტოფუ (სოიის ხაჭო), მისოს წვნიანი, თინუსი, გოია (მწარე ნესვი), კამბუ (ზღვის კელპი, წყალმცენარე), ნორი (წყალმცენარე), ხახვი, სოიის კომბოსტო, ჰეჩიმა (კიტრის ფორმის გოგრა), სოია (უმი ან მოხარშული), ტკბილი კარტოფილი, წიწაკა, სან პინ ჩა (ჟასმინის ჩაი).
დაბერების პროცესის შესაჩერებელი საკვები პროდუქტების სიიდან დასავლეთში ხელმისაწვდომი პროდუქტებია:
ბოსტნეული: ბროკოლი და ფოთლოვანი ჭარხალი მანგოლდი - მათში წყლის, მინერალებისა და ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო.
ცხიმიანი თევზი: ორაგული, თინუსი, სკუმბრია და სარდინები - მაღალი ანტიოქსიდანტური შემცველობით.
ხილი: ციტრუსები, მარწყვი და გარგარი - ვიტამინების საუკეთესო წყარო, რომელთაც გამოაქვთ ორგანიზმიდან ტოქსინები.
კენკრა: მოცხარი და გოჯი მდიდარია ფიტოქიმიური ანტიოქსიდანტებით.
ხილის ჩირი: შეიცავს ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს, რაც საუკეთესო ენერგიის წყაროა.
მარცვლეული: შვრია და ხორბალი, რომელიც გვაძლევს ენერგიას და შეიცავს მინერალებს.
პროდუქტები, რომლებიც რაციონიდან უნდა ამოიღოთ:
შაქარი, ბურღულეული, გამომცხვარი და გადამუშავებული საკვები, ძროხის რძე და მისგან წარმოებული ზოგიერთი ნაწარმი.
კვების ამ რაციონით ხელმძღვანელობა დაგეხმარებათ, თავი ახალგაზრდად იგრძნოთ და თავიდან აიცილოთ ნაადრევი დაბერება. იკიგაი უძველესი იაპონური იდეოლოგიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია იაპონელი ხალხის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ასოცირდება. იკიგაის იდეოლოგიას უამრავი ადამიანი მისდევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და შედეგსაც აღწევენ. ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს ჰექტორ გარსიას და ფრანსესკ მირალესის წიგნში „იკიგაი“ იპოვით, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ სულ ახლახან გამოსცა.
წიგნში გაეცნობით მრავალ საინტერესო თერაპიულ მიმდინარეობას, რომელიც ახლებურად დაგანახვებთ საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარებათ. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოებებს კი თავად სუპერხანდაზმულები გაგანდობენ.
ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო „იკიგაი“ ბესტსელერად იქცა, წიგნი 65-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. წიგნის შეძენას „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში ან საიტიდან შეძლებთ - palitral.ge
აღსანიშნავია, რომ წიგნ „იკიგაის“ თანაავტორი ფრანსესკ მირალესი 13 ივნისს საქართველოს ეწვევა. 14 ივნისს ავტორი თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მკითხველთან შეხვედრას გამართავს.
ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს