ავტორი:

სამხრეთ აფრიკაში, ღამის კლუბში 22 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ აფრიკაში, ღამის კლუბში 22 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

სამხრეთ აფრიკის ქალაქ ისტ-ლონდონში, ერთ-ერთ ღამის კლუბში 22 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვალების გარემოებების დასადგენად.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 18-დან 20 წლამდეა.

ადგილობრივი გამოცემა, DispatchLive-ი იუწყება, რომ წინასწარი ინფორმაციით, ცხედრებს ტრავმის კვალი არ აქვთ.