ავტორი:

"პატარა ბავშვები გაუსაძლის სიტუაციაში არიან" - ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქი დაიტბორა

"პატარა ბავშვები გაუსაძლის სიტუაციაში არიან" - ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ე.წ ოცნების ქალაქი დაიტბორა. ადგილობრივების თქმით, უხვმა ნალექმა საცხოვრებელ სახლებში შეაღწია და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა.

მათი თქმით, სახლებთან ერთად, გზაც დაიტბორა, რაც გადაადგილებაში ხელს უშლით, ისინი დახმარებას ადგილობრივ მთავრობას სთხოვენ.

"კარგად ხედავთ, რა პირობებში გვიწვევს ცხოვრება. პატარა ბავშვები გაუსაძლის სიტუაციაში არიან. ვთხოვთ მერიას მოგვაქციოს ყურადღება”,- ამბობენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები.