ავტორი:

"ეს სახლი ძალიან იაფად ვიყიდე... შემდეგ ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა" - ერთ დროს ცნობილი მომღერლის უცნობი პროფესია და ფენშუის ელემენტებით გაფორმებული სახლი

"ეს სახლი ძალიან იაფად ვიყიდე... შემდეგ ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა" - ერთ დროს ცნობილი მომღერლის უცნობი პროფესია და ფენშუის ელემენტებით გაფორმებული სახლი

სახლი ნებისმიერი ადამიანისთვის ის საკრალური სივრცეა, რომელიც მის გემოვნებას, გატაცებებს, შეხედულებებს გამოხატავს. რემონტის დროს ყველა ცდილობს, მისთვის იდეალური, ჰარმონიული სივრცე შექმნას. სწორედ ამ მიზნით, მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა საკუთარი ბინის ინტერიერზე თავად იმუშავა და დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო დახვეწილი, კომფორტული ინტერიერის შექმნა. პროცესით იმდენად დაინტერესდა, შემდეგშიც არაერთი ბინის ინტერიერი დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა. ალბათ ცოტამ თუ იცით მომღერლის ამ გატაცების და მეორე პროფესიის შესახებ. თამუნა ინტერიერის დიზაინზე, რემონტზე და თავისი ბინის დაგეგმვის დეტალებზე საუბრობს:

- სახლი ჩემთვის ყველაზე დიდი ნავსაყუდელია. აუცილებელია, რომ იქ კომფორტულად ვგრძნობდე თავს და საბედნიეროდ, ასეცაა. რაც უნდა დაღლილი ვიყო, როგორც კი კარს ვაღებ, ყველანაირი დაღლილობა და სტრესი მეხსნება. სადაც ჩემი ენერგია ტრიალებს, იქ ყველა კუთხე მიყვარს.

- მოგვიყევით სახლზე, სადაც ახლა ცხოვრობთ...

- ეს არის ე.წ. ვარსკვლავების სახლი. ამ სახლში ცნობილი ადამიანები ცხოვრობენ. საკმაოდ დიდი ხნის წინ შევიძინე, თანაც ძალიან იაფად. შემდეგ რაღაც ინციდენტი მოხდა და მიატოვეს მშენებლობა. ამიტომ მოსახლეები ვაგროვებდით თანხებს და ჩვენ თვითონ დავამთავრეთ სახლის მშენებლობა. ჭერის სიმაღლე 3.30 მ-ია. ასეთ მაღალჭერიან ბინებს დღეს არც ერთი სამშენებლო კომპანია აღარ აშენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბინა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ხმაური არ მაწუხებს. შენობა ძალიან მყუდრო და წყნარ ადგილას დგას. დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს. ზაფხულში გრილა და ზამთარში შედარებით თბილა. ბევრი მიზეზია, რის გამოც უზომოდ მიყვარს ჩემი ბინა.

- როგორც ვიცი, სახლის დიზაინი მთლიანად თქვენ გეკუთვნით. რამდენად რთული იყო ეს პროცესი?

- დღესდღეობით ინტერიერის დიზაინი ჩემი მეორე პროფესიაა. უკვე რვა ბინა მაქვს მოწყობილი. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს საქმე, სირთულეებსაც სიამოვნებით ვუმკლავდები. სწორედ ჩემი სახლის დიზაინზე მუშაობისას მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მაინტერესებს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დღეს ვფიქრობ, რომ არა სიმღერა, ჩემი მთავარი პროფესია სწორედ ინტერიერის დიზაინერობა იქნებოდა.

სულ სწავლის და ძიების პროცესში ვარ. შემიძლია ე.წ. შავ კარკასს მოვკიდო ხელი და ყველაფერი ჩემით გავაკეთო. ჯერჯერობით ამას ფინანსური დაინტერესების მიზნით არ ვაკეთებ. ის რვა ბინა, რომელზეც აქამდე ვიმუშავე, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების იყო. დიზაინის მიმართულებით განათლება არ მიმიღია, თუმცა, როცა შენობაში შევდივარ, უკვე ვხვდები და ვგრძნობ, როგორ დავგეგმო. იდეები თავისით მოდის...წაიკითხეთ სრულად

ფოტო: ჟურნალი შინი