ავტორი:

"2013 წელს სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და ახლა კი ნახეთ რანაირ უშველებელ სახლში ცხოვრობს" - ალეკო ელისაშვილი სოსო გოგაშვილზე

"2013 წელს სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და ახლა კი ნახეთ რანაირ უშველებელ სახლში ცხოვრობს" - ალეკო ელისაშვილი სოსო გოგაშვილზე

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ. 2013 წელს სოციალურად დაუცველთა შემწეობას იღებდა და ახლა კი ნახეთ რანაირ უშველებელ სახლში ცხოვრობს.

ფაქტია რომ კორუფციით შეიძინა ის ქონება რაც აქვს. მაგრამ დაიჭირეს სულ სხვა რამის გამო.

ესაა სევდა ჩვენი ქვეყნის და ქართული ოცნების რეალური სახეც. კორუფცია ქართული ოცნებისთვის არაფერი განსაკუთრებული არაა. მთავარია ვინმემ რამე არასასურველი არ გაავრცელოს. ეს მინდოდა მეთქვა ბატონ გოგაშვილზე", - წერს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.