ავტორი:

ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა. ღვინიაშვილმა (90კგ) ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო იპონით დაამარცხა

ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან სამი ფინალში გადავიდა.

ილია სულამანიძემ (100კგ), ქართველმა ნახევარფინალში პოლონელ პიოტრ კუჩერა დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდება.

ფინალურ შეხვედრაში სოფიო სომხიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

კიდევ ერთი ქართველი გელა ზაალიშვილი კი ნახევარფინალში შესრულებული სახიფათო ილეთის გამო გათამაშებას გამოეთიშა.