ავტორი:

"მკვლელობა ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე

"მკვლელობა ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე

პირი, რომელმაც ფონიჭალაში დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა, 22 წლისაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დანაშაულში ბრალდებულის ბებიამ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ქუჩაში მოხდა.

"სახლში არ მომხდარა, ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“, - აღნიშნა ბებიამ.

ცნობისთვის, 22 წლის პირის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც "ნტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19/109-მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: