ავტორი:

მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა - როგორია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მარნეულში ქმარმა ცოლი დაჭრა - როგორია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოშო ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "მარნეული“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულის ჩადენისას მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. დაჭრილი ქალი სასწრაფო - სამედიცინო ჯგუფმა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. რადიო "მარნეულის“ ინფორმაციით, ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა სამართალდამცავ უწყებებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა სამართალდაცავებმა მისი დაკავება მოახერხეს. რადიო "მარნეულს“ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, რომ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჭრილობა ფილტვის არეში ჰქონდა მიყენებული.

შსს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.