ავტორი:

რას ამბობს ბიზნესმენი და სასურველი სასიძო "რამზესი" იახტებზე გაზრდილ მოთხოვნაზე, რა აკავშირებს ნინი ბადურაშვილთან და როგორ გამოიყურება 3-სართულიანი იახტა, რომლის დაქირავებაც შესაძლებელი იქნება

რას ამბობს ბიზნესმენი და სასურველი სასიძო "რამზესი" იახტებზე გაზრდილ მოთხოვნაზე, რა აკავშირებს ნინი ბადურაშვილთან და როგორ გამოიყურება 3-სართულიანი იახტა, რომლის დაქირავებაც შესაძლებელი იქნება

"საქართველოში იახტებზე მოთხოვნა გაათმაგებულია“, - განაცხადა Azimut Yachts-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიკვაიძემ, "პალიტრანიუსის" გადაცემა "საქმეში...

“შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში 11 იახტა გაიყიდა, წელს გაყიდულია უკვე 4... ჩიკვაიძემ ასევე ახალი იახტ-კლუბის პრეზენტაცია დააანონსა. მისი თქმით, 5-7 წელიწადში საქართველო ევროპაში იახტების ერთგვარი ჰაბი იქნება...

"დღეს რომ არსებობდეს საქართველოში კარგი იახტ კლუბი, ერთ დღეში 20 იახტის კონტრაქტი გაფორმდებოდა...“ - ამბობს ჩიკვაიძე. მისი თქმით, საქართველოში გაყიდული იატხების და კატერების მინიმალური ფასი იყო 110 ათასი ევრო. საქართველოში წელს გაყიდული იახტა 2 მილიონი ევროს ღირებულების არის.

ჩიკვაიძის თქმით, ერთი საშუალო ზომის იახტა ასაქმებს დაახლოებით ათ ადამიანს. ასევე შესაძლებელია მფლობელმა იახტა გააქირავოს... დღეში დიდი იახტის ქირაობის საშუალო ფასი 5 ათასი ლარია... ის ამბობს, რომ ქართველი მფლობელები ნაკლებად თანხმდებიან იახტის გაქირავებაზე, რის გამოც იძულებულები გახდნენ კომპანიას სპეციალურად შეეძინა იახტა გასაქირავებლად... 12 - მეტრიან იახტაზე, რომელიც 7 ადამიანს მასპინძლობს, მათ შორის ერთი მძღოლია. საათი ჯდება 400 ლარი და მთელი დღის განმავლობაში 1200 ლარი. ამ ეტაპზე, 7 სექტემბრამდე ყველა დღე დაჯავშნილია.

გიორგი ჩიკვაიძეს ქართული საზოგადოება წლებია იცნობს. ახალგაზრდა ბიზნესმენს საქართველოს ფარგლებს გარეთ მეტსახელით - "რამზესით" იცნობენ... პროფესიით ვეტერინარი, მოგვიანებით იახტების ბიზნესში მოხვდა და დღეს Azimut Yachts-ის საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელია. ახალგაზრდა კაცი დღემდე ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.

ქართული მედია წლებია წერს, რომ ბიზნესმენი ნინი ბადურაშვილზეა შეყვარებული. ახალგაზრდა კაცს ამის შესახებ კითხვას თითქმის ყველა ინტერვიუში უსვამენ...

"მე და ნინი კლასელები ვიყავით, ძალიან დიდი ხანი მიყვარდა, მთელი ბავშვობა, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, სხვანაირი ბიჭები მოსწონდა. დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩემი თავის გამკვირვებია დღეს, როდესაც ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მაშინ დავიწყეთ მეგობრობა...“ - ამბობს ნინიზე ბიზნესმენი.

მიუხედავად მეგობრობისა, მათი ურთიერთობა მედიისთვის ხშირად რომანტიკული იყო. კლასელმა ნინის არაერთი სიურპრიზი მოუწყო და ისინი დღემდე აგრძელებენ ახლო მეგობრობას.

ნინი ბადურაშვილი:

"გიორგი ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია. მართალია, თვითონ ჰქონდა სიმპათია ჩემს მიმართ, მაგრამ ეს ბავშვური გრძნობა უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარული. დღეს სიამოვნებით ვიხსენებ იმ პერიოდს და გიორგის - პუტკუნას და ძალიან საყვარელს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით, ვისთანაც არასდროს მოიწყენდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ კარგი მეგობრები ვართ, თუმცა არც რომანტიკული გრძნობები გვაქვს, არც შეუღლებას ვგეგმავთ.

უბრალოდ, როგორც მაიკლ ჯექსონის უდიდეს ფანს, სიურპრიზი გამიკეთა, მონაკოში The Jackson 5-ის კონცერტზე დამპატიჟა და პრაქტიკულად, მთელი ცხოვრების ოცნება ამისრულა. სწორედ იქ გამაცნო იახტების ფესტივალის ორგანიზატორი, რადგან თვითონ აქტიურადაა ჩაბმული ამ სფეროში და მომავალ წელს ბათუმშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიების მოწყობას, სადაც იახტის საუკეთესო დიზაინერები დაჯილდოვდებიან. სიმართლე ვთქვა, ძალიან ვღელავდი, რადგან ფესტივალის მთავარი მუსიკალური სტუმარი ვიყავი და ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენას, მეორეს მხრივ, გიორგის იმედების სრულად გამართლებას ვცდილობდი".

  • 19 ივლისს ბიზნესმენმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა იმ იახტის ფოტოები, რომლის დაქირავებაც შესაძლებელი იქნება.

"აი, ისიც! პირველი 24-მეტრიანი, 3- სართულიანი იახტა, Azimut Evolution, რომელიც 10 წუთის წინ დაიდო გადამზიდავზე, მოემართება საქართველოსკენ და ბინას დაიდებს ბათუმში, ქართული დროშის ქვეშ! ბოლო ერთი თვეა ვმუშაობთ ამ ოპერაციაზე ჩემს მაგარ ბიჭებთან ერთად, წინ სიახლეები ბევრია! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველო სულ მალე გახდება ევროპის ერთ-ერთი საიახტო ლოკაცია, როგორც გამორჩეული თავისებურებებით მიმზიდველი ადგილი. ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს!" - დაწერა გიორგი ჩიკვაიძემ.