ავტორი:

უსაფრთხოების დამატებითი პაკეტი უკრაინას თეთრი სახლისგან - რას მოიცავს ამჯერად აშშ-ის დახმარება

უსაფრთხოების დამატებითი პაკეტი უკრაინას თეთრი სახლისგან - რას მოიცავს ამჯერად აშშ-ის დახმარება

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ახალი 270 მილიონი დოლარის პაკეტი მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებს და ტაქტიკურ დრონებს.

კირბის თქმით, უახლესი პაკეტით, უკრაინასადმი აშშ-ის დახმარება 8,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

მედიის ცნობით, ახალ პაკეტში შედის: ოთხი ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 105 მმ-იანი საბრძოლო მასალის 36000 ტყვია, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე "Phoenix Ghost" ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.