ავტორი:

როგორ ვიპოვოთ „იკიგაი“ და გავხდეთ ბედნიერები აქ და ახლა - „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით ბათუმში თემატური ღონისძიება გაიმართება

როგორ ვიპოვოთ „იკიგაი“ და გავხდეთ ბედნიერები აქ და ახლა - „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით ბათუმში თემატური ღონისძიება გაიმართება

9 აგვისტოს ბათუმში გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით ღონისძიება „იკიგაი - გზა ბედნიერებისკენ“ გაიმართება.

ღონისძიებაზე მიწვეული სპიკერები ისაუბრებენ „იკიგაის“ მნიშვნელობასა და მისი მიღწევის გზებზე, როგორც ზოგად, ისე ფრანსესკ მირალესისა და ჰექტორ გარსიას წიგნის „იკიგაის“ ჭრილში.

სპიკერები იქნებიან ფრანსესკ მირალესი - „იკიგაის“ ავტორი (ვიდეო ჩართვა), რომელიც საქართველოს უკვე ესტუმრა და მკითხველთან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრებიც გამართა, კახი ლობჟანიძე - პერსონალური და ბიზნეს ქოუჩი და „იკიგაის“ ინდივიდუალური კურსის ავტორი, ანა ალბუთაშვილი - „იკიგაის“ მთარგმნელი, ფსიქოლოგი, ცეკვა თერაპევტი და ბალერინა.

ისინი განიხილავენ, თუ რატომ არის „იკიგაის“ აღმოჩენა მნიშვნელოვანი, როგორ უნდა იპოვო ჰარმონია საკუთარ თავთან და როგორ შეიძლება იყო ბედნიერი ახლავე, რა ტექნიკა და ცხოვრების რა წესები გვჭირდება ამის მისაღწევად?

ბილეთის ფასში შედის ყავის შესვენება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ საჩუქრები „ლურჯი ოკეანისგან“. ღონისძიების ბოლოს კი გელოდებათ „ჰოთსეილის“ საინტერესო გათამაშება.

ღონისძიება 19:00 საათზე Radisson Blu Batumi-ში (ნინოშვილის ქ. №1) ჩატარდება.

ფრანსესკ მირალესისა და ჰექტორ გარსიას წიგნის „იკიგაის“ შესახებ: "იკიგაი“ მოგვითხრობს იაპონურ ფილოსოფიაზე, თუ როგორ "შევაჩეროთ“ დაბერება, როგორ ვიპოვოთ დინება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, რას ნიშნავს იკიგაის დიეტა და სხვა. წიგნი 2016 წელს გამოიცა და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს, ის უკვე 54 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს "შემოვლას“ კვლავაც აგრძელებს. 2022 წლის მაისიდან კი გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ ის ქართულ ენაზეც გახადა ხელმისაწვდომი.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3Bnpq3S

R