ავტორი:

ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაიღუპა, დაშავდა კიდევ ერთი პირი.

შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

როგორ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.