ავტორი:

ბორჯომში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

ბორჯომში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა

ბორჯომში, სოფელ ტბაში, სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მაუწყებელი "ბორჯომი ტვ" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

"სოფელში არის გზა, რომელიც ტყისკენ მიდის, თუმცა კლდიან ნაწილზე გადის და იქ მოხდა ეს შემთხვევა. როგორც ჩანს, მძღოლმა ვერ მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა და მანქანიანად ჩავარდა ხევში, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე. ამჟამად, ყველა საგანგებო სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ტერიტორია რთულად მისადგომია" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ზურაბ ლომიძემ, მერის წარმომადგენლებმა ტბის ტერიტორიულ ერთეულში.