ავტორი:

რამდენიმე საათის წინ, ისანში, მაღაზიათა ქსელ "სპარის" ფილიალი დააყაჩაღეს - მარკეტში 8 პირი შეიჭრა

რამდენიმე საათის წინ, ისანში, მაღაზიათა ქსელ "სპარის" ფილიალი დააყაჩაღეს - მარკეტში 8 პირი შეიჭრა

"მთავარი არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე საათის წინ, ისანში, მაღაზიათა ქსელ "სპარის" ფილიალი დააყაჩაღეს. არხის ცნობით, მაღაზიაში 8 პირი შეიჭრა და სეიფი გაიტაცა, რომელშიც 8 000 ლარი იყო.

როგორც მომსახურე პერსონალი "მთავარ არხთან" ყვება, რომ 8-ვე პირი 20 წლამდე ასაკის იყო. მათივე თქმით, მათ ნიღბები არ ეკეთათ. პოლიციამ ადგილზე არსებული კამერები უკვე ამოიღო.