ავტორი:

იანუკოვიჩის ვაჟს 300 მილიონზე მეტი გრივნა ჩამოართვეს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს - რას აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში?

იანუკოვიჩის ვაჟს 300 მილიონზე მეტი გრივნა ჩამოართვეს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს - რას აცხადებენ უკრაინის გენპროკურატურაში?

უკრაინული გამოცემა "უნიანის" ცნობით, უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის, ალექსანდრეს 300 მილიონზე მეტი გრივნა უკრაინის შეიარაღებული ძალებს გადაეცა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის "ტელეგრამის" არხზე გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

"გაქცეული პრეზიდენტის შვილის 300 მილიონზე მეტი გრივნა გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ლაპარაკია "უკრაინის განვითარების ბანკისთვის" გაყინულ სახსრებზე. ბანკის 100%-იანი წილის მფლობელი 2011 წლიდან იყო ექსპრეზიდენტის უფროსი ვაჟი ალექსანდრე იანუკოვიჩი...

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაწყების დღიდან, გენპროკურორის ოფისის პროკურორებმა დაიწყეს ყოფილი პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებული ქონების იძულებით ჩამორთმევა. ახლა სასამართლომ გადაწყვიტა გადაეცეს ეს თანხები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს. 304 მილიონი გრივნა უკვე ჩაირიცხა სპეციალურ ანგარიშზე უკრაინის თავდაცვის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში.