ავტორი:

როგორ გვეხმარებიან თურქული "ცეცხლისმკვლელი" და "საჰაერო ტრაქტორი" ბორჯომის ტყის ხანძრების ჩაქრობაში...

როგორ გვეხმარებიან თურქული "ცეცხლისმკვლელი" და "საჰაერო ტრაქტორი" ბორჯომის ტყის ხანძრების ჩაქრობაში...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეებში ხანძრის კერების ბოლომდე ჩაქრობა ადგილობრივი რესურსის გამოყენებით ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, ამიტომაც მეორე დღეა, დახმარების სახით, სამი ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი ჩაერთო, რომლებიც თურქეთიდან გამოაგზავნეს.

ესენი არიან "ცეცხლისმკვლელი" და "საჰაერო ტრაქტორი" - სწორედ ასეთი უცნაური სახელები აქვთ მინიჭებული სპეციალიზირებულ ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებს An-32P Firekiller-სა და Air Tractor AT-802AF-ს.

პირველი მათგანი უკრაინაში, ანტონოვის საავიაციო ფირმაში შექმნილი, კარგად ნაცნობი An-32 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის სპეციალიზირებულ ხანძარსაწინააღმდეგო მოდიფიკაციას წარმოადგენს.

ამ 27-ტონიან, ორძრავიან "ანტონოვს" შეუძლია ან 30-მდე მეხანძრე-პარაშუტისტის გადასხმა ძნელად მისადგომ ადგილას, სადაც ხანძრის კერა მძვინვარებს, ან კიდევ, ორი, სპეციალური რეზერვუარიდან (რომლებიც თვითმფრინავის მარცხენა და მარჯვენა ბორტებზეა დამატებით დამაგრებული), საერთო ჯამში, 8 ტონა მასის წყლის (ან ხანძარმქრობი სპეციალური სითხის) სწრაფი გადმოღვრა ხანძრის თავზე.

ამ დროს "ანტონოვის" მინიმალური სიჩქარე არანაკლებ 220-230 კმ/სთ უნდა იყოს, რაც ეკიპაჟისგან ხანძრის კერაზე საიუველირო დამიზნებას მოითხოვს, რაც არცთუ ადვილი საქმეა. გაგარძლეთ კითხვა