ავტორი:

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, ამ წუთებში ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, ამ წუთებში ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს

შავნაბადას ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

მათი განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის ავიაცია.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ, ტერიტორიაზე არსებულ ტყესა და მინდორში გაჩნდა.