ავტორი:

ჯოფრი ბარათეონის რეალური ქორწილი - როგორი ქორწილი ჰქონდა GOT-ის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი როლის შემსრულებელს (ფოტოები)

ჯოფრი ბარათეონის რეალური ქორწილი - როგორი ქორწილი ჰქონდა GOT-ის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი როლის შემსრულებელს (ფოტოები)

"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავმა, ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი პერსონაჟის, ჯოფრის როლის შემსურებელმა, ჯეკ გლისონმა როშინ ომაჰონზე იქორწინა. საბედნიეროდ. მათი ქორწილი არც ისეთი დრამატული ყოფილა, როგორიც ლეგენდარული სერიალის "წითელი ქორწილი“.

მეფე ჯოფრის როლის შემსრულებელი ჯეკ გლისონი, თავის შყვარებულზე ირლანდიაში, პატარა ეკლესიაში დაქორწინდა. ცერემონიაც, შესაბამისად, საკმაოდ მოკრძალებული იყო.

ამაღლვებელი ამბავი მღვდელმა "ტვიტერის" მეშვეობით შეატყობინა ხალხს. მან დაწერა, რომ წყვილის შეუღლების ცერემონია "ძალიან სადა, ღირსეული და ლოცვით აღსავსე იყო“.

პასტორმა იმ ეკლესიაში გადაღებული ფოტოებიც ატვირთა,სადაც 30 წლის მსახიობმა და მისმა ცოლმა საქორწინო ფიცი დადეს.

სერიალის ფანებმა პოზიტიური კომენტარები არ დაიშურეს. "სამეფო კარის თამაშების" პერსონაჟის სრულიად საპირისპიროდ, ნორმალურად გამოიყურება მშვენირი წყვილია“,- წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

პასტორმა კომენტარს ასე უპასუხა: "ძალიან უბრალო და დინჯი, მშვიდი ადამიანია“. მან ისიც თქვა, რომ ცერემონიით და ხალხით კმაყოფილი დარჩა და რომ ეს განსაკუთრებული დღე ტკბილად დაამახსოვრდება.

მას შემდეგ, რაც ჯეკ გლისონმა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი პერსონაჟის როლი ითამაშა, გადაწყვიტა სამსახიობო მოღვაწეობისგან პაუზა აეღო. 6-წლის შემდეგ კი სატელევიზიო შოუ “Out of Her Mind”- ით დაბრუნდა, რომელიც 2020 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა