ავტორი:

"CNN-ზე დებატებისას, გორბაჩოვი მადანაშაულებდა ოსების გენოციდში, მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე - დღესაც ამ აზრზე ვარ" - მიხეილ სააკაშვილი

"CNN-ზე დებატებისას, გორბაჩოვი მადანაშაულებდა ოსების გენოციდში, მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე - დღესაც ამ აზრზე ვარ" - მიხეილ სააკაშვილი

გარდა 9 აპრილისა, გორბაჩოვის სინდისზეა ის, რომ პუტინმა, როცა მას გაუჭირდა, პროპაგანდისტულ ფრონტზე გამოაგორა 2008 წლის აგრესიის გასამართლებლად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "ფეისბუქში“, მის პირად გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მას გორბაჩოვთან დებატები ჰქონდა CNN-ზე, რომლის დროსაც გორბაჩოვმა სააკაშვილი დაადანაშაულა ოსების გენოციდში.

"მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე. დღესაც ამ აზრზე ვარ", - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.