ავტორი:

"მინდა გაგიზიაროთ პირადი ამბები, 6 თვეა ქიმიოთერაპიას ვიტარებ" - მსახიობი ჯეინ ფონდა კიბოს ებრძვის

"მინდა გაგიზიაროთ პირადი ამბები, 6 თვეა ქიმიოთერაპიას ვიტარებ" - მსახიობი ჯეინ ფონდა კიბოს ებრძვის

ამერიკელმა მსახიობმა და ფიტნეს გურუმ ჯეინ ფონდამ განაცხადა, რომ ექვსი თვეა კიბოს ებრძვის. 84 წლის ვარსკვლავს არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს და ამჟამად ქიმიოთერაპიას გადის. ამის შესახებ ფონდამ "ინსტაგრამზე" თავად გამოაქვეყნა ინფორმაცია.

"ასე რომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ პირადი ამბები. მე არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დამისვეს და დავიწყე ქიმიოთერაპია.

ეს განკურნებადი კიბოა. ადამიანების 80% გადარჩება, ამიტომ ძალიან გამიმართლა.

მე ასევე იღბლიანი ვარ, რადგან მაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და წვდომა საუკეთესო ექიმებსა და მკურნალობაზე. ვხვდები და მტკივა, რომ ამაში პრივილეგირებული ვარ. ამერიკელებიდან ბევრს არ აქვს წვდომა იმ ხარისხიან ჯანდაცვაზე, რასაც მე ვიღებ, და ეს არასწორია.

ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ განკურნებაზე, არამედ მიზეზებზეც. მაგალითად, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ წიაღისეული საწვავი იწვევს კიბოს. ასევე პესტიციდები, რომელთაგან ბევრი დამზადებულია წიაღისეული საწვავისგან", - განაცხადა ჯეინ ფონდამ.

მსახიობის თქმით, ის არ აპირებს გაჩერებას და გააგრძელებს აქტივობებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხზე აქვს დაგეგმილი.

"მე 6 თვეა ვატარებ ქიმიოთერაპიას და კარგად ვარ და მერწმუნეთ, არ ვაპირებ ამან ხელი შეუშალოს ჩემ აქტივობას კლიმატის პრობლემებთან დაკავშირებს.

კიბო მასწავლებელია და მე ყურადღებას ვაქცევ იმ გაკვეთილებს, რომლებსაც ის მასწავლის. ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილია საზოგადოების მნიშვნელობა. საზოგადოების ზრდა, რომ მარტო არ ვიყოთ. და კიბო, ჩემს ასაკში - თითქმის 85 წლის ვარ - აუცილებლად გვასწავლის ახალ რეალობასთან ადაპტაციის მნიშვნელობას“, - განაცხადა მსახიობმა მიმართვის ბოლოს.