ავტორი:

ქართველი მილიონერის ქალიშვილი გათხოვდა - როგორ გამოიყურებოდა ქორწილში ანი ფხაკაძე: მოდელის ულამაზესი ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ქართველი მილიონერის ქალიშვილი გათხოვდა - როგორ გამოიყურებოდა ქორწილში ანი ფხაკაძე: მოდელის ულამაზესი ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი ანი ფხაკაძე ოფიციალურად გათხოვდა. ამ დღის აღმნიშვნელი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მაგრამ ფოტოებზე მხოლოდ ანი, მისი რჩეული და უმცროსი ძმა ჩანს.

ანი წლებია, რაც უცხოეთში ცხოვრობს და სწავლობს. გარდა იმისა, რომ ანი უკვე საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული, Instagram სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქართველია.

Ambebi.ge ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ მილიონერის ქალიშვილი ამურ დე სედლერზე დაინიშნა. წყვილს დიდი ხანი უყვარდა ერთმანეთი და ხშირად მოგზაურობდნენ.

ცოტა ხნის წინ ანიმ ქართველი მეგობრები საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე მიიწვია და ხმაურიანი ორდღიანი წინასაქორწინო წვეულება მოაწყო.

მისტერ და მისის სედლერები - წერს ანი, როგორც ჩანს, ოფიციალური ქორწინების შემდეგ მან მეუღლის გვარი მიიღო. საინტერესოა, როგორ ჩაიარა საქორწინო ღონისძიებამ, ცნობილი ბიზნესმენი და ინფლუენსერი თაყვანისმცემლების ინტერესის დასაკმაყოფილებლად მოგვიანებით გამოაქვეყნებს.