ავტორი:

ელისაბედ II - ქალი, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს "მისტიკის საბურველი" მოაშორა - მზრუნველი ბებია და დედოფალი, რომელმაც ხალხს სამეფო ოჯახისადმი პატივისცემა დაუბრუნა

ელისაბედ II - ქალი, რომელმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს "მისტიკის საბურველი" მოაშორა - მზრუნველი ბებია და დედოფალი, რომელმაც ხალხს სამეფო ოჯახისადმი პატივისცემა დაუბრუნა

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორეს დღეს დაკრძალავენ. მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო ტახტზე და საზოგადოების უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო ათწლეულების განმავლობაში.

ელისაბედ ალექსანდრა მერი უინძორი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა. ის იყო იორკის ჰერცოგის, ჯორჯის პირველი შვილი. ელისაბედის და, მარგარეტ როუზი 1930 წელს დაიბადა. სახლში იღებდა განათლებას და სიყვარულით სავსე ოჯახურ ატმოსფეროში იზრდებოდა.

ელისაბედმა 6 წლის ასაკში გამოუცხადა ცხენოსნობის ინსტრუქტორს, რომ აპირებდა "გამხდარიყო ქალაქელი ქალბატონი, რომელსაც უამრავი ძაღლი და ცხენი ეყოლებოდა".

ამბობენ, რომ ელისაბედი ადრეული ასაკიდანვე ავლენდა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობის გრძნობას. მან შეისწავლა სხვადასხვა ენები, კონსტიტუცია და მისი ისტორია.

პრინცესა ელისაბედი, მისი და და მშობლები

  • ჯორჯ VI-ის გამეფება და ელისაბედის შეხვედრა მომავალ ქმართან

1936 წელს ედუარდ VIII-მ მეფობაზე უარი თქვა და გადადგა. მის ნაცვლად, ელისაბედის მამა, იორკის ჰერცოგი ჯორჯ VI გახდა ახალი მეფე. 1939 წელს, 13 წლის პრინცესა მეფესა და დედოფალს დარტმუთის სამეფო საზღვაო კოლეჯში ვიზიტისას თან ახლდა. სწორედ იქ შეხვდა საბერძნეთის პრინცი ფილიპი, რომელიც მომავალში ელისაბედის ქმარი გახდა.

ელისაბედის და ფილიპის ქორწილი

  • დაბრკოლებები

ეს ელისაბედის და ფილიპის პირველი შეხვედრა არ ყოფილა, მაგრამ ამ დღეს პირველად დაინტერესდა პრინცესა მისით. 1944 წლისთვის, როცა ფილიპი ფლოტზე სამეფო მოვალეობებს ასრულებდა, ელისაბედი 18 წლის იყო და აშკარად უკვე შეყარებული იყო მასზე. ფილიპის ფოტოს სურათს ოთახში ინახავდა. ამ პერიოდში წყვილი წერილებსაც სწერდა ერთმანეთს.

ელისაბედის სურვილს, რომ პრინც ფილიპზე დაქორწინებულიყო, ბევრი წინაღობა შეხვდა.

მეფეს არ სურდა სანუკვარი ქალიშვილის "დაკარგვა", ფილიპი კი თავისი უცხო წარმოშობის გამო მიუღებელი სასიძო იყო. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, წყვილის სურვილმა გაიმარჯვა და ისინი 1947 წლის 20 ნოემბერს ვესტმინისტერის სააბატოში დაქორწინდნენ. ამის შემდეგ, ფილიპმა ედინბურგის ჰერცოგის ტიტული მიიღო. მათი პირველი შვილი, ჩარლზი, 1948 წელს დაიბადა, მას მოჰყვა გოგონა, ანა, რომელიც 1950 წელს გაჩნდა.

ელისაბედ II-ის მეფედ კურთხევა

  • ელისაბედის გამეფება

მეფე ჯორჯი, რომელსაც ფილტვების კიბო ჰქონდა, 1952 წელს გარდაიცვალა. ელისაბედის კორონაცია კი, 1953 წლის ივნისში, პრემიერ უინსტონ ჩერჩილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შედგა. ტელევიზორებთან მილიონობით ადამიანი შეიკრიბა, რომ მისი კორონაციისთვის მიედევნებინა თვალი

  • ცვლილებები

ელისაბედმა გადაწყვიტა, რომ დრო დადგა, სამეფო ოჯახი უფრო მეტად უნდა დაახლოებულიყო ხალხთან და ადამიანებისთვის მათთან კავშირის დამყარება გამარტივებულიყო. ამის გამო დედოფალმა არაერთი მოძველებული წესი შეცვალა. ელისაბედის სახელთანაა დაკავშირებული დრომოჭმული წესების ნაწილის შეცვლა.

მომდევნო წლებში BBC-იმ უინძორების სასახლეში დოკუმენტური ფილმი "სამეფო ოჯახი" გადაიღო. ფილმში ვხედავთ, როგორ რთავენ სამეფო ოჯახის წევრები ნაძვის ხეს, როგორ ასეირნებენ ბავშვებს მანქანით და ამზადებენ საჭმელს, ყველა ეს აქტივობა ჩვეულებრივია, მაგრამ აქამდე არავის ჰქონდა ნანახი უინძორების მონაწილეობით მსგავსი საქმიანობა.

კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ რიჩარდ ქოუსტონის ფილმმა სამეფო ოჯახს "მისტიკის საბურველი" მოაცილა და აჩვენა, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მთავარი კი ის იყო, რომ ფილმმა ბევრი რამ გააკეთა მონარქიისადმი საზოგადოების მხარდაჭერის აღსადგენად. შედეგად, 1977 წელს, დედოფლის ვერცხლის იუბილე ნამდვილი ენთუზიაზმით აღინიშნა.

კადრი დოკუმენტური ფილმიდან "სამეფო ოჯახი"

  • პრინცესა დიანას გარდაცვალება

1997 წლის აგვისტოში, პარიზში, ავტოკატასტროფაში პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ, მონარქია შეირყა და თავად დედოფალს უჩვეულო კრიტიკა ხვდა წილად.

იმ დროს, როდესაც საზოგადოება ლონდონის სასახლეების ირგვლივ ყვავილებით იკრიბებოდა გარდაცვლილი პრინცესასთვის პატივის მისაგებად, დედოფალს, კრიტიკოსები გულგრილობაში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით მედია წერდა, რომ საქმე ეხებოდა არა დედოფლის გულგრილობას, არამედ იმას, რომ ის, როგორც დედოფალი საჯაროდ გლოვისგან თავს იკავებდა.

ამ დროს მზრუნველი ბებიას მოვალეობასაც ითავსებდა. საბოლოოდ, მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა პრინცესაზე, პატივი მიაგო უელსის პრინცესას.

პრინც უილიამის და კეიტ მიდლტონის ქორწილი

სამეფო ოჯახი ელისაბედ II-ის პლატინის იუბილეზე

2015 წლის 9 სექტემბერს, ელისაბედი ბრიტანეთის ისტორიაში ტახტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი მონარქი გახდა. მანამდე მონარქი, რომელსაც სამეფო ტახტი ყველაზე ხანგრძლივად ეკავა დედოფალი ვიქტორია იყო - 64 წელი.

2021 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, დედოფლის მეუღლე, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. ამბიდან ერთი წლის შემდეგ კი, ელისაბედმა დედოფლობის პლატინის იუბილე აღნიშნა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა