ავტორი:

მიხეილ გომიაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს - მსახიობი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

მიხეილ გომიაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს - მსახიობი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

მსახიობი მიხეილ გომიაშვილი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. არტისტი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან გამოასვენეს. ხელოვანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს მსახიობებმა, მომღერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

მსახიობის ღვაწლზე ისაუბრეს მისმა კოლეგებმა და აღნიშნეს, რომ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია კინოსა და თეატრისთვის.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. მიხეილ გომიაშვილი კლინიკაში მკურნალობდა.

მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში ირიცხებოდა. მიღებული აქვს "ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში "მამა“ და "ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.

იხილეთ ასევე: