ავტორი:

"პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია..." - რა განაცხადა აფგან მუხთარლიმ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?

"პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია..." - რა განაცხადა აფგან მუხთარლიმ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ?

პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია და ამიტომ არ შეგვიძლია ჩვენების ოქმის ნახვა. მე ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური,- ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის საკუთარი გატაცების შესახებ არსებული საქმის მასალებს გასაცნობად იმყოფებოდა.

მუხთარლის განცხადებით, ის საქართველოში მანამდე აპირებს დარჩენას სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს.

“მე ვფიქრობ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. პროკურატურამ ხელისუფლების ბრძანება შეასრულა. ჩვენ ვაპირებთ გენერალურ პროკურატურაში გასაჩივრებას, შემდეგ კი ევრო სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა ვიცხოვრო, პროცესის დასრულებამდე.

პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია და ამიტომ არ შეგვიძლია ჩვენების ოქმის ნახვა. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ რომ ეს არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება , ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”,- განაცხადა მუხთარლმა.

ინფორმაციისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერდა, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო, რომელიც „სუს-ის ზონდერებმა“ შეასრულეს და ოპერატიულ ტექნიკურმა დეპარტამენტმა (ოტო) წაშალა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.