ავტორი:

ქაბულში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში, დაშთე ბარჩის დასახლებაში, ქააჯის საგანმანათლებლო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდა მიმდინარეობდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აღსანიშნავია, რომ დაშთე ბარჩის დასახლებაში, სადაც აფეთქება მოხდა ბევრი ჰაზარი ცხოვრობს.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ შიიტი ჰაზარები დიდი ხანია განიცდიან დევნას როგორც "თალიბანის“, ასევე ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან.

"თალიბანის“ შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდასხმა დაგმეს და განაცხადეს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებული.