ავტორი:

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა იყო

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა  იყო

სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი, დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო. ამის შესახებ სახალახო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხორციელება უარყოფითად შეაფასა ეუთო/ოდირმაც.

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევეხები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით 4 დღეში მიიღო ინსპექტორის სამსახურის შესახებ მოცულობითი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რამაც შეუძლებელი გახადა საზოგადოების არსებითი ჩართულობა ამ კანონპროექტის განხილვის პროცესში. მეტიც, კანონპროექტის მომზადებაში თავად სახელმწიფო ინსპექტორიც კი არ ყოფილა ჩართული. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორებმა ვერ წარმოადგინეს ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროების დასაბუთება. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა ეუთო/ოდირმაც. ეუთო/ოდირის რეკომენდაციით, მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება, ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობას“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.