ავტორი:

"ეს არის ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი" - ალუდა ღუდუშაური სახალხო დამცველის ანგარიშზე

"ეს არის ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი" - ალუდა ღუდუშაური სახალხო დამცველის ანგარიშზე

ეს არის უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მოსაზრებებს ანგარიშში რაიმე მტკიცებულებები არ ამყარებს.

მისივე შეფასებით, "საქართველოს სახალხო დამცველის სახით ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი“.

"სამწუხაროა, რომ მოქმედი სახალხო დამცველი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოგვევლინა "ნაციონალური მოძრაობის“ და მათი წარმომადგენლების დამცველად. მას ვეღარ ვუწოდებთ სახალხო დამცველს ანუ ყველას დამცველს. მან ვერ მოიცალა რიგითი ადამიანების უფლებების გადახედვისთვის და დაკავებული იყო "ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებით, ვერ შეძლო მიუკერძოებლობის ტესტის ჩაბარება. ანგარიში, რომელიც წარმოადგინა, დაცლილია კვალიფიკაციის კუთხით და სავსეა პოლიტიკური ხაზით,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.