ავტორი:

"მე-19 საუკუნეში "დეოლიგარქიზაციის კანონი“ რომ მიეღოთ, ილია ჭავჭავაძე მოხვდებოდა ოლიგარქების სიაში - მედიამაგნატი იყო, პოლიტიკა აინტერესებდა, ბანკი ჰქონდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"მე-19 საუკუნეში "დეოლიგარქიზაციის კანონი“ რომ მიეღოთ, ილია ჭავჭავაძე მოხვდებოდა ოლიგარქების სიაში - მედიამაგნატი იყო, პოლიტიკა აინტერესებდა, ბანკი ჰქონდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"მე-19 საუკუნეში "დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“ რომ ვიღაცას მიეღო, ილია ჭავჭავაძე მოხვდებოდა ოლიგარქების სიაში - მედიამაგნატი იყო, "ივერიას“ გამოსცემდა, პოლიტიკა აინტერესებდა, ბანკი ჰქონდა და მონოპოლისტი იყო", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განაცხადა.

  • როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, "დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“ უსამართლოა და საქართველოს პარლამენტის მიერ მისი მიღება სირცხვილია. ამასთან, მეგრელიშვილის მოსაზრებით, საქართველოს ოლიგარქების პრობლემა არ გააჩნია.

"ჩვენ გვაქვს ერთმმართველის პრობლემა. ეს ერთი ადამიანი ახლა მდიდარია, მაგრამ წინა ჯერზე სააკაშვილი დიდად მდიდარი არ იყო, იმის წინა ჯერზე შევარდნაძეც არ იყო მდიდარი და გამსახურდია განსაკუთრებით. ყველა ხელისუფლების პირობებში ჩვენ ერთი პრობლემა გვქონდა - ცენტრალიზებული სისტემა, რომლის სათავეში იყო ერთი ადამიანი და მის გარშემო იკვრებოდა სახელისუფლებო ვერტიკალი. იმის გამო, რომ ვიღაცებმა საქართველოს სიტუაცია დეტალებში არ იციან, ამას დაარქვეს დეოლიგარქიზაცია, ამას სისტემის დეცენტრალიზაცია უნდა ერქვას. ჩემი აზრით, ეს კანონი უკრაინაშიც არ ვარგა, უკრაინაშიც ვერ მუშაობს, რადგან უსამართლოა. ის ადამიანებს ართმევს საქმიანობის უფლებას ისე, რომ ამისთვის კონკრეტული საფუძველი არ გაქვს. მაგალითად, მე-19 საუკუნეში "დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი“ რომ ვიღაცას მიეღო, ილია ჭავჭავაძე მოხვდებოდა ოლიგარქების სიაში - მედიამაგნატი იყო, "ივერიას“ გამოსცემდა, პოლიტიკა აინტერესებდა, ბანკი ჰქონდა და მონოპოლისტი იყო. როგორ შეიძლება პრეზიდენტის სამსახურმა, როგორც ეს უკრაინაშია, შეადგინოს ოლიგარქების რეესტრი? - ჩემი აზრით, ეს კატასტროფაა! ეს არის ხელისუფლებს უზურპაციის შესაძლებლობა.

დარწმუნებული ვარ, ეს კანონი, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, უკრაინასაც არ გამოადგება, არათუ რომელიმე ქვეყანას. შეიძლება ადამიანებს საქმიანობა აუკრძალო ირიბ კრიტერიუმებზე დაყრდნობით? - მაგალითად, წარმატებაზე დაყრდნობით. თუ ამ ადამიანმა ფული მოიპარა, ხომ უნდა გაასამართლო? ეს გამოდის სასამართლო სისტემის არარსებობის კომპენსაცია რაღაც მეთოდით, რომელსაც აბარებ პრეზიდენტს, როგორ შეიძლება ეს ნორმალური იყოს? ჩვენთან ერთადერთი განსხვავება ისაა უკრაინული სიტუაციისგან, რომ პრეზიდენტის ნაცვლად ამას პარლამენტი გადაწყვეტს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

  • ამასთან, მისივე თქმით, "შეუძლებელია "ქართული ოცნება“ ვინმემ აიძულოს, რომ მიიღოს კანონი, რომლითაც მისი ძალაუფლების მთავარ წყაროს დასჯის“.

"კანონით გამოართვა ხელისუფლება ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას, ამაზე დიდი აბსურდი ფიზიკურად არ წარმომიდგენია. ნებისმიერი კანონი დაიწერება, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილთან შემხებლობაში არ იქნება, რაც სწორია - არც უნდა იყოს. არავისთან არ უნდა იყოს ეს კანონი შემხებლობაში. მსგავსი კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ არის სირცხვილი იმიტომ, რომ გამოდის, ჩვენ უბრალოდ არ ვაზროვნებთ. ნებისმიერ რამეს რასაც გვეტყვიან, შევასრულებთ. მგონია, თუ ასეთი უსიტყვო შემსრულებლები უნდა გავხდეთ, სწორი ასეთ ევროკავშირში ყოფნაც კი არ არის. რა განსხვავებაა? - საბჭოთა კავშირშიც ვიყავით რაღაც რესპუბლიკა. ჩემი აზრით, საქართველოს ახალ არც ინტელექტუალური და არც მორალური უნარი არ აქვს საკუთარი პოზიცია საჯაროს დაიცვას. როგორ შეიძლება ეს ევროკავშირს არ ვუთხრათ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ ერთმმართველობა დასრულდება თუ სასამართლო გვექნება.