ავტორი:

სად გაქრა მილიონობით "ფოლოუერი" Facebook-ში - გამომწერების რაოდენობა მარკ ცუკერბერგსაც შეუმცირდა

სად გაქრა მილიონობით "ფოლოუერი" Facebook-ში - გამომწერების რაოდენობა მარკ ცუკერბერგსაც შეუმცირდა

Facebook-ის მომხმარებლები დილიდან წერენ, რომ გამომწერების რაოდენობა შეუმცირდათ. აღნიშნული პრობლემა შეეხო Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგსაც.

ცუკერბერგს, რომელსაც 10 მილიონზე მეტი ფოლოუერი ჰყავდა, ახლა მხოლოდ 9993 ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი დაშვებული შეცდომაა, რის გამოც მილიონობით ადამიანის ანგარიში ღამით "გაქრა." არსებული ინფორმაციით, შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა ყალბი ანგარიშებისგან სოციალური ქსელის გაწმენდას ცდილობდნენ.

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყალბი ანგარიშის წაშლა Facebook-ზე. ეს მოიცავს ანგარიშებს, რომლებიც შექმნილია ჩვენი წესების დარღვევით", - ნათქვამი იყო სოციალური Meta-ს განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, თუმცა როგორც ჩანს, ყალბი პროფილების წაშლას, რეალური ანგარიშებიც შეეწირა.

Meta-ს აღნიშნულ თემაზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.