ავტორი:

ცხინვალში პუტინის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ფული არ აქვთ - რა პრობლემებზე საუბრობენ ოკუპირებულ რეგიონში

ცხინვალში პუტინის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ფული არ აქვთ - რა პრობლემებზე საუბრობენ ოკუპირებულ რეგიონში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. ხელისუფლებას პუტინის სახელობის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა არ აქვს და მის მოძიებას ცდილობს. პრობლემის შესახებ "სამხრეთ ოსეთის" დეფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს ცხინვალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენო ჯაკაევმა შეატყობინა.

  • ჯაკაევის თქმით, პუტინის ქუჩაზე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა მოგვარდეს. ის ამბობს, რომ ქუჩის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოები დაფინანსების ნაკლებობის გამო ვერ მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით ჯაკაევი ასევე გაგლოევს ესაუბრა "დედაქალაქის" პარკში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძოვების პრობლემაზე და ქუჩის ძაღლების მზარდ თავდასხმაზე ქალაქის მაცხოვრებლებზე.

"პრეზიდენტმა დაავალა ქალაქის ადმინისტრაციას ამ საკითხებზე უმოკლეს ვადაში მიიღონ შესაბამისი ზომები", - აცხადებენ გაგლოევის პრესსამსახურში. .

ცნობისთვის, ცხინვალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელი 2019 წელს მიენიჭა. გადაწყვეტილება რუსეთის ლიდერის დაბადების დღეს გამოცხადდა. გარდა ამისა, ცხინვალში არის ხეივანი, რომელიც ასევე ვლადიმერ პუტინის სახელს ატარებს.

წყარო