გუშინ, 18 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-10 ტურში, "სევილიამ" "ვალენსიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "ვალენსიის" რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, მან გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა და ურთულესი ბურთები მოიგერია.
"გატუზო კარგად მოიქცა, როდესაც "ელჩესთან" მატჩის შემდეგ ახალგაზრდა მეკარე გაამხნევა და ბოდიშის მოხდის გამო უსაყვედურა, "მამარდას" გუნდისთვის ქულები მოაქვს.
მოგერიებამ, რომელიც პირველ ნახევარში შემოგვთავაზა, თანაგუნდელებს რწმენა შეუნარჩუნა და მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდები სასოწარკვეთამდე მიიყვანა.
გიორგის გუშინდელი თამაში "სანჩეს პისხუანზე" მის ღირსებაზე მეტყველებს, რადგან გასულ სეზონში ანდალუსიელთა წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, რის გამოც ბორდალასმა სათადარიგოთა სკამზე გადასვა.... გააგრძელეთ კითხვა sportall.ge.