ავტორი:

"მივდივართ მომავლისკენ, სადაც საავტომობილო გზები აღარ დაგვჭირდება" - დუბაიში ახალი "მფრინავი მანქანა" გამოსცადეს: რა ვიცით მის შესახებ

"მივდივართ მომავლისკენ, სადაც საავტომობილო გზები აღარ დაგვჭირდება" - დუბაიში ახალი "მფრინავი მანქანა" გამოსცადეს: რა ვიცით მის შესახებ

1985 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმ Back to the Future-ში ("უკან მომავალში“), შეშლილი გამომგონებელი, დოქტორი ბრაუნი ამბობს - "სადაც ჩვენ მივდივართ, იქ გზები არაა საჭირო“ და თავისი დროში სამოგზაურო მანქანით ჰაერში ფრინდება.

ამ სიტყვებს ახლა გამომგონებლები იმეორებენ და ამბობენ, რომ - "მივდივართ მომავლისკენ, სადაც საავტომობილო გზები აღარ დაგვჭირდება."

დღევანდელი სამყარო უკვე არც ისე შორსაა ასეთი რეალობისგან. გასულ კვირას, ჩინური წარმოების XPeng X2-მა წარმატებით გაიარა პირველი საცდელი ფრენა.

ორადგილიანი მფრინავი მანქანა დუბაის GITEX ტექნოლოგიის გამოფენაზე იყო და სწორედ აქ გამოსცადეს "მომავლის მანქანა." საინტერესოა, რომ XPeng X2-საც ისეთივე კარის დიზაინი აქვს, როგორც დოქტორ ბრაუნის მფრინავ მანქანას, DeLorean-ს ჰქონდა ცნობილ ფილმში.

XPeng X2-ს არ სჭირდება გარბენი და ის, თავისი 8 პროპელერის საშუალებით მარტივად ახერხებს პირდაპირ აფრენას, ამიტომაც მოსახერხებელი იქნება ურბანულ სივრცეებში გადასაადგილებლად.

ეს არის სრულად ელექტრომოწყობილობა და წამში ორი მტრის სიმაღლეზე აფრენა შეუძლია, მისი სისწრაფე კი საათში 80 მილს აღწევს (130 კმ/სთ-მდე).

იმის მიუხედავად, რომ სატესტო ფრენა მხოლოდ 90 წამი გაგრძელდა, XPeng Aeroht-ის ავიაციის მთავარი სპეციალისტი, ლიუ შინინი აცხადებს, რომ მოწყობილობა უკვე მზადაა საზოგადოებრივი გამოყენებისთვის. ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ისაა, რომ მფრინავი მანქანებისთვის რეგულაციები ჯერ კიდევ არ დაწესებულა.

ლიუს სჯერა, რომ ხალხს შეზღუდულ რეგულირებულ სივრცეებში მფრინავი მანქანებით გადაადგილება 5 წელში შეეძლება. ეს გათვლა ზუსტად ეხმიანება ჩინეთის მთავრობის გეგმას, რომ 2025 წლისთვის მფრინავი ტაქსები გამოუშვას.

XPeng X2-ს ინჟინრებმა ფრენა არ აკმარეს და ის ხელოვნური ინტელექტითაც აღჭურვეს - მოწყობილობის მართვა მექანიკურადაცაა შესაძლებელი და ავტომატურადაც: „ის სწავლობს როგორ მოერიდოს სხვა მოწყობილობებს, შენობებს და ადამიანებს“,- ამბობს ლიუ. ამის შესახებ შიში უამრავმა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა XPeng ამბობს, რომ თვითმართვადი მფრინავი მანქანა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ადამიანის მიერ მართული.

მსოფლიოს გარშემო უკვე ათასობით მფრინავი მანქანაა წარმოებაში, მათ შორისაა "Blackfly”, “SD-03” და “AirCar”,

გარდა იმისა, რომ მფრინავი მანქანების ქალაქებში გადაადგილებით სამანქანო გზების განტვირთვა იქნება შესაძლებელი, ისინი ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებაშიც დიდ როლს ითამაშებენ. ექსპერტთა შეფასებით შორს არაა ის დრო, როცა მფრინავი მანქანები ტრადიციულ ავტომობილებს ჩაანაცვლებენ.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/sS4WvTw3pBc" title="First public flight XPENG AEROHT X2 flying car at GITEX Global" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა