ავტორი:

"დღევანდელი მზის დაბნელება ფაზებად..." - ქართველი ასტროფოტოგრაფის შთამბეჭდავი კადრები

"დღევანდელი მზის დაბნელება ფაზებად..." - ქართველი ასტროფოტოგრაფის შთამბეჭდავი კადრები

25 ოქტომბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდა. ყველაზე კარგად სანახაობის ნახვა შესაძლებელი იყო ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

თბილისის დროით მზის დაბნელება 15:15 საათზე დაფიქსირდა. დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც დასრულდება 8 ნოემბერს, სავსემთვარეობითა და მთვარის დაბნელებით. დაბნელებების დერეფნის გავლის დროს მორიელის მმართველი პლანეტა მარსი რეტროგრადულ სვლაში გადავა 2023 წლის 12 იანვრამდე.

რაც შეეხება დღევანდელ დაბნელებას, ის შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა და სოციალურ ქსელში მოვლენის ამსახველი უამრავი ფოტო და ვიდეოკადრი გავრცელდა. სანახაობა რამდენიმე წუთი გაგრძელდა. მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს მთვარემ მზის ზედაპირის 58% დაფარა.

შთამბეჭდავ ფოტოებს აქვეყნებს ასტროფოტოგრაფი დავით დვალი:

"დღევანდელი მზის დაბნელება ფაზებად..." - წერს ის ფოტოების კომენტირებისას,