ავტორი:

Reuters - ი ქართველი ფოტოგრაფის ულამაზეს ფოტოს აქვეყნებს - "თვითმფრინავის სილუეტი მზის დაბნელების ფონზე"

Reuters - ი ქართველი ფოტოგრაფის ულამაზეს ფოტოს აქვეყნებს - "თვითმფრინავის სილუეტი მზის დაბნელების ფონზე"

Reuters - ი აქვეყნებს ქართველი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის ფოტოს, რომელზეც 25 ოქტომბრის მზის დაბნელებაა ასახული.

"ფოტოზე ჩანს თვითმფრინავის სილუეტი მზის დაბნელების ფონზე და გადაღებულია საქართველოში, თბილისის მახლობლად, დასახლება კოჯორში 2022 წლის 25 ოქტომბერს, ირაკლი გედენიძის მიერ", - ვკითხულობთ ფოტოს მინაწერში.

შეგახსენებეთ, 25 ოქტომბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდა. ყველაზე კარგად სანახაობის ნახვა შესაძლებელი იყო ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

მზე თბილისის დროით,15:15 საათზე დაბნელდა.