ავტორი:

ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო, 1-ელ ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება

ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო, 1-ელ ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება

1-ელ ნოემბერს პარლამენტის პლენარული სხდომა ისე გაიხსნება და დაიხურება, რომ პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე არც საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ. ამის მიზეზი ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებაა, რომელსაც ხვალ დაკრძალავენ.

ბიუროს სხდომის დაწყების წინ დეპუტატებმა კოლეგის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პოლიტიკური განცხადებებისა და კანონპროექტების განხილვის გადადების საკითხი შეთანხმებულია როგორც უმრავლესობასთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციასთან.

პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში ინტენსიურ მუშაობას 2 ოქტომბრიდან განაახლებს.