ავტორი:

აშშ-ში სროლას ცნობილი რეპერი Takeoff ემსხვერპლა

აშშ-ში სროლას ცნობილი რეპერი Takeoff ემსხვერპლა

ცნობილი ამერიკელი რეპერი, ჯგუფ Migos-ის წევრი Takeoff ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში 28 წლის ასაკში მოკლეს. ვარსკვლავი სამშაბათს ბოულინგის ცენტრში მოკლეს, სადაც ის ბიძასთან და მეგობართან, ერთად იმყოფებოდა. მუსიკოსის წარმომადგენელმა, მომხდარი Associated Press-ს დაუდასტურა.

პოლიციის თქმით, კერძო წვეულებაზე 40-დან 50-მდე სტუმარი იმყოფებოდა, როდესაც ვიღაცამ ცეცხლი გახსნა. დაცვის თანამშრომლებმა სროლის ხმა გაიგეს, მაგრამ ვერ დაინახეს, ვინ ისროდა იარაღს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ოცდაათ წლამდე მამაკაცი დახვდათ, რომელსაც ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. რეპერი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, კიდევ ორი ​​დაშავებული კერძო მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Takeoff-ის ადვოკატმა დრიუ ფინდლინგმა New York Times-ს განუცხადა, რომ რეპერის გარდაცვალება იყო "დამანგრეველი დანაკარგი იყო, განსაკუთრებით ატლანტასთვის".