ავტორი:

გსურთ შეაბიჯოთ ანიმეს სამყაროში? - მაშ, დაიწყეთ მისი ისტორიით: 11 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ

გსურთ შეაბიჯოთ ანიმეს სამყაროში? - მაშ, დაიწყეთ მისი ისტორიით: 11 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ

გსურთ შეაბიჯოთ ანიმეს სამყაროში? - მაშ, დაიწყეთ მისი ისტორიით: 11 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ.

იაპონური ანიმე უკვე დიდი ხანია რაც მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ერთი ანიმე მაინც არ უნახავს. რა არის იაპონური ანიმაცია, როგორ გაჩნდა და განვითარდა. როგორ გახდა ყველაზე პოპულარული და რაზე უნდა დავფიქრდეთ, როდესაც ვიწყებთ საუბარს "ანიმე არის…“

მაშ, ასე: 11ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ:

1. ანიმეს წარმოშობა

პირველი ანიმაცია იაპონიაში 1907 წლით თარიღდება. ეს იყო მოკლე ჩანახატი ბიჭის შესახებ, რომელიც ხატავს იეროგლიფებს. პირველი იაპონური ანიმე ამერიკული თოჯინების მულტფილმის Lilliputian Circus-ის შექმნიდან თითქმის ათი წლის შემდეგ გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ მასში უძველესი ხალხური მოტივები გამოიყენეს, ეს ჟანრი ამომავალი მზის ქვეყანაში უფრო გვიან განვითარდა...

2. კონკურენცია "დისნეისთან"

შეგახსენებთ, რომ "დისნეის" სტუდიის ანიმაციური ფილმი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" 1937 წელს გამოვიდა და ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. იაპონელი ანიმატორებიც კი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ, ამიტომ იმ წლებში მხოლოდ იმაზე დაიწყეს მუშაობა, რომ მათაც შეძლებოდათ მოლაპარაკე ცხოველებზე, მამაც ადამიანებზე, ანიმაციით მოთხრობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანიმეს განვითარების დაწყებისთანავე იაპონიაში გაჩნდა ცენზურა. არსებობდა ანიმეები, რომლებიც იყო "ყველასთვის“ და ანიმე 15+, რაც დღემდე შეინარჩუნეს. მსგავსი რამ ანიმაციურ სამყაროში მაშინ წარმოუდგენელი იყო.

3. პოლიტიკური პროპაგანდა

არ გეგონოთ, რომ იაპონური ანიმაცია ერთ საუკუნეში გახდა ასეთი მრავალფეროვანი და მხოლოდ იაპონელი ანიმატორების ნიჭით, თანაც გამძლეობითა და ენთუზიაზმით. არა, მათ თავიდანვე ძალიან დიდი მხარდაჭერა და დაფინანსება ჰქონდათ სახელმწიფოსგან. ამას ჰქონდა ერთი ძალიან დიდი მინუსი, ზოგიერთი ანიმე მასობრივი პოლიტიკური პროპაგანდის იარაღად იქცა, განსაკუთრებით ომისა და ომის შემდგომ პერიოდში. უბრალოდ, შეხედეთ ბოროტ მიკი მაუსს, რომელიც ბომბებს ესვრის უდანაშაულო ცხოველებს.

მუდმივმა დაფინანსებამ საშუალება მისცა იაპონურ ანიმაციას, დამოუკიდებელ, სრულფასოვან ინდუსტრიად ქცეულიყო.

4. იაპონიას აქვს საკუთარი ანიმაციური სტუდია

იაპონელებს აქვთ ანიმაციის უზარმაზარი ინდუსტრია Toei Animation-ს სახელწოდებით, რომელიც 1956 წელს დაარსდა. სწორედ მათ გამოუშვეს პირველი იაპონური სრულმეტრაჟიანი მულტფილმი "თეთრი გველის ლეგენდა", რომელშიც დისნეის გავლენა იგრძნობა. ამის შემდეგ რეჟისორებს "ზევიდან“ უბრძანეს, რომ ეს იყო უკანასკნელი ანიმე, რომელიც ამერიკულს ჰგავდა და მათ სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ ორიგინალური სტილი, რომელიც მხოლოდ ანიმესთვის იქნებოდა დამახასიათებელი.

5. ოსამუ ტეზუკა - "მანგას ღმერთი"

ოსამუ ტეზუკას იაპონიაში მანგას (კომიქსის იაპონური შესატყვისი) ღმერთს უწოდებენ. თუ გინდა უფრო კარგად გაერკვიოთ ანიმეს ისტორიაში, მაშინ ნახეთ, ოსამუს მიერ 1963 წელს შექმნილი ანიმე Astro Boy. ეს იყო ერთგვარი რევოლუცია ანიმეს ისტორიაში, რადგან იქ პირველად გამოჩნდნენ პერსონაჟები და გაჩნდა უწყვეტი სიუჟეტი. პირველ სცენაში ბიჭი ავტოკატასტროფაში კვდება, რის შემდეგაც მისი მამა ბავშვის გამოსახულებითა და მსგავსებით რობოტს ქმნის.

ის არის 60-ზე მეტი ანიმეს ავტორი, მან შექმნა 500-ზე მეტი მანგა (კომიქსები, რომლებიც წარმოიშვა დაახლოებით იმავე დროს, როგორც ანიმე). დიახ, ტყუილად არ ეძახიან "ღმერთს“.

6. დისნეის გავლენა

როგორც ზევით ვწერდით, დიდი ხნის განმავლობაში იაპონური ანიმაცია დისნეის გავლენით ვითარდებოდა. მაგრამ 1950-იან და 1960-იან წლებში იგი საბოლოოდ დაშორდა, შეიძინა საკუთარი სახე და გახდა უკიდურესად მრავალმხრივი. 1965 წელს მსოფლიოში პირველი ფერადი იაპონური ანიმე "თეთრი ლომი კიმბა" გამოვიდა.

7. ჰაიაო და ისაო

ჰაიაო მიაძაკი და ისაო ტაკახატა უდიდესი იაპონელი ოსტატები არიან, რომლებმაც 1968 წელს შექმნეს "ჩრდილოეთის პრინცი". ეს იყო ექსპერიმენტული ანიმე, რომელმაც სათავე დაუდო სრულმეტრაჟიანი იაპონური ფილმების სერიას, რომელიც დღემდე ძალიან გვიყვარს. "ჩრდილოეთის პრინცი" იყო სრული გაუცხოება დისნეის კანონებისგან, ეს იყო წმინდა ანიმე პროვოკაციული ელემენტებით პატარა სკანდინავიელი ბიჭზე, რომელმაც დაამარცხა დიდი ბოროტი ჯადოქარი.

8. ოქროს ხანა

ეს იყო 80-იან წლები, რომელსაც წინ უძღვიდა 70-იანი წლებში გაჩენილი ისეთი საკვანძო ჟანრებით, როგორიცაა მეჩა (რობოტების სერია ბიჭებისთვის) და შოჯო მანგა (გოგონებისთვის...) იაპონურმა ანიმემ უკვე დასავლეთშიც შეაღწია. მანამდე, ზოგადად იაპონური ანიმაცია თითქმის არასოდეს კვეთდა საზღვარს და რომც გასულიყო, ძალიან შემოკლებული ვერსიით.

9. მეგაჰიტები Pokemon და Sailor Moon...

მალე პოკემონებმა მთელი მსოფლიო დაიპყრეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, რადგან მსოფლიოს წინ დიდი გამოწვევა იაპონური სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ანიმე Evangelion ელოდა. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი ანიმაციაში, ფართო, კულტურული ფენომენი, რომელზეც ორასი წლის შემდეგაც ისაუბრებენ, როგორც უდიდეს გამოწვევაზე ანიმაციის განვითარებაში.

10. ანიმე ყველასთვის

დღეს, იმ დონეზეა ანიმეს ინდუსრტია განვითარებული, რომ არ არსებობს მიმართულება, რომელშიც ვერ იპოვოთ საყვარელი ანიმე. 21-ე საუკუნეში იაპონური ანიმაცია იქცა მრავალფეროვან კულტურულ ჟანრად, რომელიც მოიცავს წმინდა საბავშვო ნამუშევრებს, ანიმაციებს ზრდასრულებისთვის, ეპიკური გმირების სერიას და რომანტიკულ ანიმეებს, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერებში.

  • Kodomo - არის ანიმე ორივე სქესის 12 წლამდე მაყურებლისთვის, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას.
  • Shounen - 12-16 წლის ბიჭებისთვისაა, მთავარი გმირით, რომელიც დაჯილდოვებულია განსაკუთრებული შესაძლებლობებით.
  • Sözde - კი მხოლოდ 12-16 წლის გოგონებისთვისა. ამ უკანასკნელში ჩვენს მიერ უკვე ნახსენები მაჰო-შოჯო გამოირჩევა, სადაც ჯადოსნური გოგონა ყურადღების ცენტრშია.

11. ანიმეს ყურება შესაძლებელია 0+-დან

დიახ, ზოგიერთი იაპონური მულტფილმის ყურება შესაძლებელია დაბადებიდან. წარმოგიდგენთ სხვადასხვა ასაკისთვის რეკომენდებულ ანიმეების სიას.

ანიმე ბავშვებისთვის 0+

რა თქმა უნდა, დავიწყებთ მიაძაკით - "ჩემი მეზობელი ტოტორო", "პონიო თევზი კლდეზე" და "ჯადოქრის მიტანის სერვისი". მათი ნახვა აუცილებელიც კია პატარებისთვის.

"ღამის ქარიშხალი" ბავშვისა და მგლის ლეკვის მეგობრობის ამაღელვებელ ისტორიაზე მოგვითხრობს.

ანიმე 6+ ბავშვებისთვის

"პინგვინების საიდუმლო ცხოვრება“ - საოცარი და ფერადი ისტორია იდუმალი ფრინველების, იდუმალი გოგონასა და ცნობისმოყვარე ბიჭის შესახებ.

"მერი და ჯადოქრის ყვავილი" - ფერადი ანიმე, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებულად მოეწონებათ.

"გოგონა, რომელმაც დრო დაამარცხა“ - მხიარული ისტორია დროში მოგზაურობის შესახებ...

ანიმე 12+ ბავშვებისთვის

გაუმარჯოს ამ ჟანრის საუკეთესო წარმომადგენლებს. როგორებიცაა: "სრულმეტალისებრი ალქიმიკოსი", "ნარუტო..."

"შენი სახელი" - ისტორია ქალაქელი ბიჭისა და გარეუბნელი გოგონას სიყვარულზე. ანიმე მტკივნეულად მხიარული, ასევე საოცრად ღრმა მომენტებით.

"ციცინათელების სასაფლაო“ - ყველაზე სევდიანი და შთამბეჭდავი ფილმი ომის შესახებ. ეს არის ანიმე, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ უფროსებმაც.

"ამესა და იუკის მგლის შვილები“ - ​​ყველაზე ღირებული გამოცდილებაა ბავშვებისა და მშობლებისთვის...

  • ანიმე უფროსებისთვის

"სიკვდილის შენიშვნა" წარმოუდგენლად ამაღელვებელი დაპირისპირებაა ორ ინტელექტს შორის.

ანიმეების მოყვარულები ამ სიას ყოველთვის სიამოვნებით შეავსებენ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: თუ დაიწყებთ ანიმეს ყურებას, მალე მიატოვებთ ცრურწმენებს, ანიმე თურმე უფროსებს არ დააინტერესებთ. თქვენ წინ მრავალმხრივი და გასაოცარი სამყარო გელოდებათ.