ავტორი:

უახლესი ცნობები სტამბოლში მომხდარი აფეთქების შესახებ - პირველადი მონაცემებით, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 38 დაშავდა

უახლესი ცნობები სტამბოლში მომხდარი აფეთქების შესახებ - პირველადი მონაცემებით, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 38 დაშავდა

პირველადი მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 38 დაშავდა. ამის შესახებ "ტვიტერში“ სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიკაია წერს.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება.

ასევე იხილეთ: