ავტორი:

ვრცელდება სტამბოლის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებული ქალის დაკავების კადრები (ვიდეო, ფოტო)

ვრცელდება სტამბოლის აფეთქებაში სავარაუდო ბრალდებული ქალის დაკავების კადრები (ვიდეო, ფოტო)

თურქული მედიაში გამოქვეყნდა კადრები, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია სტამბოლის აფეთქებაში ბრალდებულის დაკავების სპეცოპერაცია. პირი, რომელიც სამართალდამცველებმა აიყვანეს, ქალია.

სამართალდამცავები მის სახელს და გვარს არ ასახელებენ.

მისი დაკავების თაობაზე თავდაპირველად თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბბინა მდებარეობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს.

"ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ საზარელ ტერაქტზე“, - დასძინა მან.

სოილუმ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. 50 დაშავებული საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს, ხუთი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 8 ადამიანი. აფეთქება სტამბოლის ცენტრში გუშინ საღამოს მოხდა. ხელისუფლებამ შემთხვევა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.