ავტორი:

თსუ-ის ერთ-ერთ საგამოცდო სექტორში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა

თსუ-ის ერთ-ერთ საგამოცდო სექტორში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა

მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი საგამოცდო სექტორია აღბეჭდილი. სტუდენტების ცნობით, იქ დღეს, 14 ნოემბერს, ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ edu.aris.ge წერს და სტუდენტის კომენტარს აქვეყნებს:

"დღეს, გამოცდის დროს, 30-33 სექტორში (თსუ საგამოცდო ცენტრი, მაღლივი.) ჩამოვარდა სახურავი და სტუდენტებს დაეცათ თავზე. ჩამოვარდნამდე 1 საათით ადრე, ხმა ჰქონდა სახურავი რომ ჩამოიწია. ბავშვებმა დამკვირვებლებს უთხრეს, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია", - წერს ერთ-ერთი სტუდენტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, მომხდარის შედეგად არც ერთი სტუდენტი არ დაშავებულა.