ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ზუგდიდში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე

ზუგიდში 15 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სავარაუდოდ, დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რისთვისაც დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი. მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ." - განუცხადეს ambebi.ge-ს უწყებაში.

ასევე იხილეთ: