ავტორი:

რას წერს არჩილ თალაკვაძე პიტბულის მიერ ბავშვის დაგლეჯვის ფაქტზე - "დასარეგულირებელია რიგი საკითხები..."

რას წერს არჩილ თალაკვაძე პიტბულის მიერ ბავშვის დაგლეჯვის ფაქტზე - "დასარეგულირებელია რიგი საკითხები..."

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ორი დღის წინ პიტბულის მიერ ბავშვის დაგლეჯვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ძაღლებთან დაკავშირებით რიგი საკითხევი მოსაგვარებელია.

"ორი დღის წინ, კიდევ ერთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა - პიტბულმა ბავშვს მიაყენა დაზიანებები. იმედი მაქვს ექიმების პროფესიონალიზმის. ვგულშემატკივრობ პატარას და მის ოჯახს. ყველაფერი კარგად იქნება!

ამ წლების განმავლობაში, როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო აქტივისტების და სპეციალისტების მხრიდან იყო მონდომება და მიზანი, რომ ცხოველების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, მოწესრიგდეს მათი აღრიცხვის, ბინადრობის და დაავადებათა კონტროლის საკითხი, თუმცა გვჭირდება ახალი, ქმედითი და უფრო მასშტაბური ნაბიჯები - ეფექტიანი რეგულაციები და ევროპული საუკეთესო მოდელის დანერგვა ყველგან, მთელ ქვეყანაში.

ვინაიდან, სოფლად თუ ქალაქებში მრავლად არის უპატრონო ძაღლები - დასარეგულირებელია მოშენების და გამრავლების, სხვადასხვა ჯიშის ფლობასთან და ძაღლების მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები.ამ მიზნით, გარდაუვალი და საჭიროა ერთიანი სტანდარტის და ქმედითი სტრუქტურ(ებ)ის (სააგენტოს ან სამსახურის) ჩამოყალიბება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.შესაბამისი კომიტეტი პარლამენტში, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რეფორმაზე, რომ შემუშავდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი" - წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, საქართველოში პიტბულის მიერ ადამიანის დაკბენის არაერთი შემთხვევა მოხდა.

მათ შორის არის რამდენიმე დღის წინ მომხდარი უმძიმესი ფაქტი, როდესაც პიტბულმა მცირეწლოვანი დაგლიჯა. ბავშვს ოპერაცია ციციშვილის კლინიკაში ჩაუტარდა, თუმცა ამ მდრომდე მისი მდგომარეობა უმძიმესია.

ნახეთ ასევე: