ვისი ნახვა სურს ბანდერასს "ზოროს" როლში? - "თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, ვეტყვი, რომ მე სხვას გადავცემ ჩირაღდანს“

ვისი ნახვა სურს ბანდერასს "ზოროს" როლში? - "თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, ვეტყვი, რომ მე სხვას გადავცემ ჩირაღდანს“

ანტონიო ბანდერასი Comicbook.com-ს ესაუბრა. ინტერვიუში მსახიობს ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა "ზოროს" ახალი ფილმის გადაღების წინააღმდეგი, რაზეც მან უპასუხა: "ამ შესაძლებლობას განვიხილავდი, რატომაც არა?“ თუმცა ბანდერასი ამბობს, რომ მას აღარ სურს მთავარი როლის შესრულება:

"თუ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ "ზოროს" კიდევ ერთი ფილმი უნდა გადაიღონ, მე იმავეს ვიზამ, რაც ენტონი ჰოპკინსის გმირმა გააკეთა ჩემთვის ფილმში, ანუ სხვას გადავცემდი ჩირაღდანს“.

ბანდერასის აზრით, მისი პერსონაჟის გზის გაგრძელება ტომ ჰოლანდს ეკუთვნის. ანტონიომ და ჰოლანდმა ვიდეო თამაშზე დაფუძნებულ ფილმ Uncharted-ში ითამაშეს ერთად, რა დროსაც ისინი დაახლოვდნენ: "მე და ტომმა Uncharted-ში ერთად ვიმუშავეთ, ის ისეთი ენერგიული და მხიარულია.. ის ანათებს, ასე რომ, რატომაც არა?"

ბანდერასმა შენიღბული მებრძოლის როლი პირველად 1998 წელს შეასრულა "ზოროს ნიღაბში“. ფილმში ჰოპკინსი დონ დიეგო დე ლა ვეგას განასახიერებს, რომელიც თავდაპირველი "ზოროა". ფილმის წარმატებამ უზრუნველყო ისიც, რომ 2005 წელს მისი გაგრძელება გამოსულიყო ეკრანებზე, "ლეგენდა ზოროზე“. სამწუხაროდ, მას ისეთივე დიდი წარმატება არ შეხვდა, როგორიც მის წინამორბედს.

გახდება თუ არა "პიტერ პარკერი" "ზორო", ეს ჯერ უცნობია.

წყარო: variety

მოამზადა: ანა სიბოშვილმა