ავტორი:

"ამბობენ, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიანო, საკუთარ თავს ჰკითხეთ,  - რატომ? რას აკეთებენ ისინი უკრაინაში? წადით, თქვენ არავინ გელით! თქვენ არავის უნდიხართ!" - ლაიმა ვაიკულე

"ამბობენ, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიანო, საკუთარ თავს ჰკითხეთ,  - რატომ? რას აკეთებენ ისინი უკრაინაში?  წადით, თქვენ არავინ გელით! თქვენ არავის უნდიხართ!" - ლაიმა ვაიკულე

ცნობილმა ლატვიელმა მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ კიდევ ერთხელ ემოციურად ისაუბრა რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე და აგრესორი ქვეყნის ქმედებები უმკაცრესად შეაფასა.

მან აღიარა, რომ მისთვის ეს ფართომასშტაბიანი შეჭრა კიდევ უფრო მძიმე იყო იმიტომაც, რომ მის გუნდში არიან უკრაინელები.

"არ ვიცოდი, როგორ უნდა მემღერა კონცერტებზე რუსულ ენაზე, მაგრამ ამის გადალახვაში ისევ უკრაინელი მეგობრები დამეხმარნენ", - განაცხადა მან ამ ორიოდე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში.

"კიდევ ვერ ვიგებ როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო, როგორ შეიძლებოდა გაჩაღებულიყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის? როგორ შეიძლებოდა უკრაინაზე თავდასხმა, ადამიანების ხოცვა?" - განაცხადა მომღერალმა.

მისი თქმით, რუსეთი აგრესორია და მის მოქმედებებს გამართლება არ აქვს.

"რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და წერტილი, აქ არანაირი გამართლების მოძებნა არ შეიძლება. ლაპარაკობენ, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიანო, საკუთარ თავს ჰკითხეთ, - რატომ? რატომ იღუპებიან ისინი? რას აკეთებენ ისინი უკრაინაში? თუ არ გინდათ, რომ ისინი იღუპებოდნენ, წადით! წადით, თქვენ არავინ გელით! თქვენ არავის უნდიხართ! იძახიან, უკრაინაში რუსების დასაცავად წავედითო და ამიტომ ბომბავთ ხარკოვს?" - ამბობს მომღერალი.

ლაიმე ვაიკულე ომის დაწყებიდან მოყოლებული უკრაინის მხარდამჭერია. ივლისში, კონცერტზე, ის სცენაზე უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშით გავიდა.

იხილეთ ასევე: