ავტორი:

ლეო თუ ლუკა - საფეხბურთო სამყარო პირველი ფინალისტის მოლოდინშია

ლეო თუ ლუკა - საფეხბურთო სამყარო პირველი ფინალისტის მოლოდინშია

ფეხბურთის სამყარო მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტის მოლოდინშია, არგენტინა-ხორვატიის მატჩი უკვე დაიწყო. ამ თამაშის წინ ბევრს ლაპარაკობდნენ, - არგენტინელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ლეო მესიმ მსოფლიო თასი მოიგოსო, რაზეც ხორვატების პასუხი იყო, ჩვენ კიდევ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს თასი ლუკა მოდრიჩმა ასწიოსო...

2006 წლის 1-ლ მარტს ლუკა მოდრიჩისა და ლიონელ მესის ნაკრებები ერთმანეთს პირველად გადაეყარნენ. მაშინ ევროპელებმა "ალბისელესტე" 3:2 დაამარცხეს, ლეომ თავისი პირველი გოლი საკუთარი ქვეყნისთვის სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა.

ალბათ, იმ ყველაფრის შემდეგ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ 16 წლის შემდეგ მუნდიალის ფინალის გზაზე ეს ორი მოთამაშე საკუთარ ნაკრებს გვირაბიდან გამოსვლისას წინ გამოუძღვებოდა.

2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ლეოსა და ლუკასთვის ბოლოა, ორივე მათგანს გამარჯვება სურს და გულშემატკივარსაც დიდი მოლოდინი აქვს... განსხვებით 2006 წლისა, ეს შეხვედრა ამხანაგური არ იქნება. მოდრიჩი, როგორც ისტორიაში საუკეთესო ხორვატი ფეხბურთელი, ისე წარდგება, მესი? მესიზე საუბარიც ზედმეტია.

ეს ნაკრებები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ. ხსენებულ მატჩში ხორვატიამ 3:2 მოიგო, 2014-ში "ალბისელესტემ" 2:1 იმარჯვა, ბოლოს კი 2018 წელს დაუპირისპირდნენ, სადაც ევროპელებმა 3:0 გაიმარჯვეს...

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ ლუკა მოდრიჩმა ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"თამაშის დიდი სურვილი მაქვს, თუმცა ეს ერთ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ლეო დიდებული მოთამაშეა. ყოველთვის რთულია მისი შეჩერება, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი საუკეთესო გავაკეთოთ".

იხილეთ ასევე: